Accessibility links

logo-print

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი


23 ნოემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი. მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი უმასპინძლებს. 24 ნოემბერს გაიმართება მინისტრების ოფიციალური შეხვედრა, რომლის დღის წესრიგშია საქართველო-ლატვიის ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატებით თანამშრომლობის საკითხები. ოფიციალური ვიზიტისას ედგარს რინკევიჩსი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცს ეწვევა.

XS
SM
MD
LG