Accessibility links

logo-print

კანადაში გაიმართა საქართველოს და კანადის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა


კანადაში გაიმართა საქართველოს და კანადის თავდაცვის მინისტრების თინა ხიდაშელის და ჰარჯიტ საჯანის შეხვედრა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინა ხიდაშელმა კანადის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. თინა ხიდაშელმა და ჰარჯიტ საჯანმა ისაუბრეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესრულების საკითხზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უელსის სამიტზე მიღებული პაკეტის წარმატებით განხორციელება სამინისტროს პრიორიტეტია და იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში კანადა აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. თინა ხიდაშელი ჰარჯიტ საჯანს ესაუბრა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის შესახებაც. "ჰარჯიტ საჯანი კანადის თავდაცვის მინისტრად რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველსავე ეტაპზე, როცა ის პარტნიორებს ეცნობა, პირისპირ საუბრის შესაძლებლობა გვქონდა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. მისივე თქმით, ჰარჯიტ საჯანს სთხოვა კანადისგან მხარდაჭერის შეუქცევადად გაგრძელება, რაზეც შესაბამისი პირობა მიიღო. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა კანადის ქალაქ ჰალიფაქსში მიიღო მონაწილება საერთაშორისო ფორუმშიდა სიტყვით გამოვიდა პლენარულ სესიაზე: „ითანამშრომლე, შეაკავე ან დაიპყარი - 70 წლის შემდეგ პრიორიტეტების განსაზღვრის სტრატეგია.“ სესიის დღის წესრიგში იყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის საერთაშორისო გამოწვევები.

XS
SM
MD
LG