Accessibility links

პუტინი ირანს სტუმრობს გაზის ექსპორტიორი ქვეყნების სამიტში მონაწილეობის მისაღებად


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 23 ნოემბერს ჩავიდა თეირანში, გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. საგარეო პოლიტიკის საკითხებში კრემლის მთავარი მრჩევლის, იური უშაკოვის განცხადებით, პუტინი შეხვდება ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის პრეზიდენტ ჰასან როჰანის და უზენაეს რელიგიურ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის. შეხვედრისას ის ირანის ლიდერებს ის სირიის გარშემო მოელაპარაკება. პუტინი მეორედ ჩადის ოფიციალური ვიზიტით ირანში. ის პირველად 2007 წელს ეწვია თეირანს კასპიის ზღვის მიმდებარე ქვეყნების სამიტთან დაკავშირებით. ამჯერად ირანი მასპინძლობს გაზის ექსპორტიორი 12 ქვეყნის ფორუმს მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანასთან მიაღწია ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ირანის საწინააღმდეგო საერთაშორისო სანქციების გაუქმებას ბირთვული პროგრამის შემცირების სანაცვლოდ. ირანის გაზის სახელმწიფო კომპანიის დირექტორ-განმკარგულებელი, ჰამიდ რეზა არაყი როგორც აცხადებს, ირანი იმედოვნებს, რომ სანქციების გაუქმებიდან ოთხ წელიწადში, მისი გაზის ექსპორტი შედაგენს ნახევარს გაზის მოცულობისა, რომელიც რუსეთმა მიაწოდა ევროკავშირს 2014 წელს.

XS
SM
MD
LG