Accessibility links

logo-print

პოლიციამ პალესტინელი ქალი მოკლა კაცზე თავდასხმისას


იერუსალიმში პოლიციამ ერთი პალესტინელი ქალი მოკლა და მეორე დაჭრა, მას მერ, რაც, ისრაელის პოლიციის თანახმად, ისინი, ორი თინეიჯერი, მაკრატლით დაესხნენ თავს 70 წლის კაცს და საშუალო ჭრილობა მიაყენეს მას. ადრე იტყობინებოდნენ, რომ კაცი ისრაელი იყო, მოგვიანებქით გავრცელდა ცნობა, რომ ის პალესტინელი აღმოჩნდა. ინციდენტი მოხდა 23 ნოემბერს, მაჰანე იეჰუდაში, ღია ბაზარში, იერუსალიმში. გასულ ორ თვეში პალესტინელებმა უმეტესად ცივი იარაღით, 18 ისრაელი მოკლეს, ამავე დროს ისრაელის პოლიციამ 88 პალესტინელი დახოცა. მათგან 56-ს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა თავდასხმისას, დანარჩენები პოლიციასთანდემონსტრანტების შეტაკების დროს დახოცეს.

XS
SM
MD
LG