Accessibility links

logo-print

შვედეთში დაიწყო უზბეკ იმამზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის გასამართლება


უზბეკ იმამზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი, რომელიც რუსეთმა შვედეთს გადასცა წელს, სასამარლოს წინაშე წარდგა. 37 წლის იური ჟუკოვსკის საქმეს განიხილავს ქალაქ ოსტერსუნდის სასამარლო; იმამ ობიდხონ ყორი ნაზაროვს 2012 წელს ესროლეს და თავში დაჭრეს ქალაქ სტრომსუნდში, სადაც ის ცხოვრობს შვედეთში 2006 წელს თავშესაფრის მოპოვების შემდეგ. შვედმა პროკურორმა, კრისტერ პეტერსონმა უთხრა ჩვენს რადიოს, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ თავდასხმის უკან უზბეკეთის ხელისუფლება დგას. ნაზაროვი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იმამიაშუა აზიაში, ღიად აკრიტიკებდა ტაშკენტს. უზბეკეთი იმამმა დატოვა 1998 წელს.

XS
SM
MD
LG