Accessibility links

logo-print

პუტინი ირანში აიათოლა ალი ხამენეის შეხვდა


2007 წლის შემდეგ ირანში ვიზიტად პირველად მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საუბარი გამართა ირანის უზენაეს ლიდერთან, აიათოლა ალი ხამენეისთან. თეირანში 23 ნოემბრის შეხვედრა შეფასდა, როგორც „კონსტურქუციული“, კრემლის წარმომადგენლის, დმიტრი პესკოვის მიერ. მისი თქმით, მოსკოვი და თეირანი წინააღმდეგი არიან „სირიაში პოლიტიკური მოგვარების გარედან კარნახის მცდელობებისა“. ირანი და რუსეთი, სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მთავარი მხარდამჭერები, უარყოფენ აშშ-ის და მისი მოკავშირეების მოწოდებას, რომ ასადი უნდა გადადგეს. რუსეთი სამხედრო საჰაერო ოპერაციას ახორციელებს სირიაში და ბომბავს ასადის მოწინააღმდეგე, მათ შორის აშშ-ის მიერ გაწვრთნილ ძალებს და აცხადებს, როს ექსტრემისტებს ებრძვის. ირანმა სირიაში სამხედრო მრჩევლები მიავლინა.

XS
SM
MD
LG