Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგიამ პარიზის თავდასხმებთან დაკავშირებით ბრალი წაუყენა ერთ-ერთ დაკავებულს


ბელგიის ხელისუფლების განცხადებით, პარიზის თავდასხმებთან დაკავშირებითმათ ბრალი წაუყენეს მეოთხე ეჭვმიტანილს. ფედერალური პროკურატურის ოფისის თანახმად, მამაკაცი, რომლის სახელს არ აკონკრეტებენ, დააკავეს ბელგიაში 22 ნოემბერს, გვიან ღამით ჩატარებული რეიდის დროს. კიდევ 15 პირი, რომლებიც დააკავეს, დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. ასევე გაათავისუფლეს ორი ხუთი პირიდან, რომლებიც 23 ნოემბერს დააკავეს. ხელისუფლების განცხადებით, ბელგიაში ტერორისტული თავდასხმების საფრთხის ინდიკატორი კვლავ მაქსიმალურ ნიშნულზე რჩება, არის შიში, რომ შესაძლოა პარიზის მსგავსი თავდასხმა მოხდეს. თუმცა, როგორც იუწყებიან, ქვეყანაში ნელ-ნელა გაიხსნება სკოლები და მეტრო. 130 ადამიანი შეეწირა პარიზში 13 ნოემბერს მომხდარ თავდასხმებს, რომლებზეც პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა ჯგუფმა, „ისლამურმა სახელმწიფომ“.

XS
SM
MD
LG