Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოძიება დაიწყო ინტერნეტით გავრცელებული ვიდეომიმართვის გამო


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება რადიკალური ისლამური სახელმწიფოს სახელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაზე. არის თუ არა საქართველოს მხრიდან დამატებითი უსაფრთხოების ზომები მიღებული, უსაფრთხოების სამსახურში არ აკონკრეტებენ. ინტერნეტში ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სახელით გავრცელდა, თითქოსდა მებრძოლების ვიდეომიმართვა. ქართულ ენაზე მოსაუბრე პირები ქართველ ხალხს და საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს მიმართავდნენ. ისინი მუსლიმებს "ისლამური ხალიფატის" მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, საქართველოს კი "ხალიფატის" შემოსვლით ემუქრებიან.

XS
SM
MD
LG