Accessibility links

logo-print

"თავისუფალი დემოკრატები" ითხოვენ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის შეკრებას


ინტერნეტში ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სახელით ქართველი ხალხის მიმართ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, "თავისუფალი დემოკრატები" ითხოვენ უახლოეს პერიოდში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის შეკრებას. როგორც პარლამენტის ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარემ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, პირველ რიგში აუცილებელია მოხდეს შესაბამისი სამსახურების სრული მობილიზება, აღნიშნულ ვიდეოზე ასახული პირების სრული იდენტიფიცირების, მათი კავშირების, მათ მიერ საქართველოს დატოვების და შესაძლო შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრასთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG