Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იმყოფება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი


23-25 ნოემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლატვიელ კოლეგას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მასპინძლობს. დღეს სამინისტროში გაიმართება ოფიციალური შეხვედრა. მხარეები განიხილავენ როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი დაათვალიერებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცს და პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას.

XS
SM
MD
LG