Accessibility links

logo-print

ჯონ კერის განცხადებით, აშშ ეძებს ახალ გზებს "ისლამური სახელმწიფოს" გასანადგურებლად


ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, აშშ ეძებს ახალ სამხედრო, კონტრტერორისტულ და დიპლომატიურ გზებს, დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სწრაფად ლიკვიდაციისთვის. "მთავარი საკითხია რადიკალური "ისლამური სახელმწიფოს" განადგურება სირიასა და ერაყში. ვისურვებდი, რომ ჩვენი ოპერაცია უფრო სწრაფად მიმდინარეობდეს. პრეზიდენტს სურს, რომ ოპერაცია დაჩქარდეს", - აღნიშნა ჯონ კერიმ. მისივე თქმით, ბარაკ ობამა მთავრობასთან ერთად მუშაობს ახალი კონცეფციის შესაქმნელად "ისლამური სახელმწიფოს" წევრებთან ბრძოლის დასაჩქარებლად. კერის ინფორმაციით, ზოგიერთ მათგანზე მუშაობა ამერიკის პრეზიდენტმა ჯერ კიდევ პარიზის ტერაქტებამდე დაიწყო, ზოგიერთზე კი ამ ტერაქტების შემდეგ. კერის არ დაუკონკრეტებია ბრძოლის რა სტრატეგია მუშავდება. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, არ აპირებს მიწისზედა ოპერაციების განხორციელებას სირიაში. ის შესაძლებლად მიიჩნევს რუსეთთან თანამშრომლობას, მაგრამ გარკვეულ პირობებში.

XS
SM
MD
LG