Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგიის პოლიციამ კიდევ ხუთი პირი დააკავა


23 ნოემბერს ბელგიის პოლიციამ კიდევ ხუთი პირი დააკავა, პარიზის თავდასხმებთან დაკავშირებით. მანამდე, 16 კაცი დააკავეს 22 ნოემბერს, გვიან საღამოს. ბელგიის პროკურატურის წარმომადგენლის, ერიკ ვან დერ სიპტის განცხადებით, დაკავებულთა შორის ვერ აღმოაჩინეს 13 ნოემბრის თავდასხმების ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად ეჭვმიტანილი, საფრანგეთში დაბადებული, აბდესლამ სალაჰი. პრემიერ-მინისტრის ჩარლზ მიშელის განაცხადებით, სკოლები და მეტრო 25 ნოემბერს განაახლებს მუშაობას.

XS
SM
MD
LG