Accessibility links

რუსეთმა აღიარა, რომ სირიაში მისი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სირიაში ჩამოვარდა მისი სამხედრო თვითმფრინავი, სავარაუდოდ, ხმელეთიდან სროლის შედეგად. სამინისტრომ SU-24 ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტი აღიარა ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც თურქეთის მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ თურქეთის თვითმფრინავებმა 24 ნოემბერს ჩამოაგდეს უცნობი წარმომავლობის სამხედრო თვითმფრინავი, რომელმაც სირიასთან საზღვარზე დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე. სამხედრო ოფიციალური პირების ცნობით, თურქეთის ორმა, F-16 ტიპის თვითმფრინავმა 10-ჯერ გააფრთხილა დაუდგენელი წარმომავლობის საფრენი აპარატი საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ, ვიდრე მას ესროდა. მაგრამ რუსეთის თავდაცის სამინისტრო უარყოფს, რომ SU-24-მა დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე და აცხადებს, რომ შეუძლია ამის დამტკიცება. რუსეთმა უკვე მრავალი საჰაერო დარტყმა განახორციელა სირიაში, ამ ქვეყნის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის დასაცავად. ოქტომბერში აღირიცხა რუსეთის თვითმფრინავების თურქეთის საჰაერო სივრცეში შეჭრის ორი შემთხვევა, რასაც ანკარის პროტესტი მოჰყვა. თურეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა სირიის ტერიტორიაზე, თურქეთთან საზღვრის მახლობლად. თურქეთის მედიის თანახმად, ორმა პილოტმა კატაპულტირება შეძლო.

XS
SM
MD
LG