Accessibility links

logo-print

ჯონ კერი დღეს შეხვდება ისრაელისა და პალესტინელების ლიდერებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი დღეს გამართავს შეხვედრებს ისრაელისა და პალესტინელების ლიდერებთან ბოლოხანს გამწვავებული დაძაბულობის განმუხტვაზე სასაუბროდ. ბოლო პერიოდში 19 ისრაელელი იქნა მოკლული უმეტესწილად ცივი იარაღით. ისრაელის ცეცხლს კი 89 პალესტინელი შეეწირა - ისრაელის განცხადებით, უმეტესწილად თავდამსხმელები. კერის განცხადებით, რეგიონში მისი ვიზიტის მიზანია, მხარეებს დაეხმაროს სექტემბრიდან დაძაბული ვითარების განმუხტვაში და შეიქმნას ვითარება, როცა "ხალხი არ ცხოვრობს ყოველდღიური შიშით, რომ ვინმე დანას გაუყრის, მანქანით დაეჯახება, ან ესვრის". კერი ჯერ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეტანიაჰუს, შემდეგი კი პალესტინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს შეხვდება.

XS
SM
MD
LG