Accessibility links

logo-print

აშშ მოკავშირეებს მოუწოდებს, გაზარდონ ძალისხმევა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში


აშშ მოკავშირეებს მოუწოდებს, გაზარდონ ძალისხმევა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწფოსთან“ ბრძოლაში ამ ჯგუფის ტერაქტების გახშირების ფონზე. სირიასა და ერაყში ექსტრემისტებთან მებრძოლ კოალიციაში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ბრეტ მაკგარკმა კოალიციის წარმომადგენლებს უთხრა, რომ უნდა გაძლიერდეს ექსტრემისტების გაერთიანებაზე ზეწოლა. სახელმწიფო დეპარტამენტიv მიერ გავრცელებული განცხადებით, მაკგარკმა და შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ექსტრემისტებთან მებრძოლ კოალიციაში შემავალი 65 ქვეყნიდან 59-ის ელჩებს მიმართეს ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე, რომლის დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო, როგორ უნდა შეუშალონ ხელი ექსტრემისტების დაფინანსების „გლობალურ ქსელს“ და როგორ შეაჩერონ ექსტრემისტების გადაადგილება ერაყისა და სირიის მიმართულებით, იქ „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საბრძოლველად.

XS
SM
MD
LG