Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ოლეგ სენცოვის განაჩენი


რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვისათვის გამოტანილი განაჩენი: 20 წლით პატიმრობა ტერორიზმში დამნაშავედ ცნობის საფუძველზე. უფლებადამცველი ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ სენცოვის დაპატიმრებას. საინფორმაციო სააგენტო "ტასის" ცნობით, უზენაესმა სასამართლომ 24 ნოემბერს უარყო სენცოვისა და მასთან ერთად გასამართლებული ალექსანდრ კოლჩენკოს ადვოკატების საჩივარი. კოლჩენკოს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. სენცოვი, რომელიც ყირიმელია და აპროტესტებდა 2014 წლის მარტში რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ანექსიას, იმავე წლის მაისში დააპატიმრეს ყირიმში რუსეთის მხარდამჭერი ორგანიზაციების აფეთქების დაგეგმვის ბრალდებით. რუსეთში სასამართლომ მას 25 აგვისტოს მიუსაჯა 20 წლით პატიმრობა ტერორიზმში ბრალდებით. 39 წლის სენცოვი ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ „შეუძლებელია ოკუპანტების სასამართლო, როგორც ასეთი, სამართლიანი იყოს“.

XS
SM
MD
LG