Accessibility links

საქართველოში დაწყებულია გამოძიება ექსტრემისტების ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ დაწყებულია გამოძიება ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ვიდეომიმართვის გავრცელებასთან დაკავშირებით. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ქართულ ენაზე მოსაუბრე პირები საქართველოს ემუქრებიან, აცხადებენ, რომ საქართველოში „ხალიფატი“ შევა. ისინი მუსლიმებს „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერისაკენ მოუწოდებენ, ხოლო პირებს, ვინც „ისლამის საწინააღმდეგო საქმე“ ჩაიდინა, აფრთხილებენ, რომ სიკვდილით დაისჯებიან. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაწყებულია გამოძიება „ამ და სხვა მსგავსი შინაარსის ვიდეოებსა და საიტებზე“.

XS
SM
MD
LG