Accessibility links

logo-print

თურქეთის პრემიერი იცავს „ყველანაირ ზომას“ საზღვრის დარღვევის წინააღმდეგ


თურქეთის პრემიერ-მინისტრის, აჰმეტ დავუთოღლუს განცხადებით, თურქეთს აქვს უფლება, მიმართოს „ყველანაირ ზომას“ საზღვრის დარღვევის წინააღმდეგ. ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც თურქეთმა გაავრცელა ცნობა, რომ მისმა საბრძოლო თვითმფრინავებმა ჩამოაგდეს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი სირიის საზღვართან მას შემდეგ, რაც გააფრთხილეს, რომ თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. მაგრამ რუსეთი ირწმუნება, რომ მისი ჩამოგდებული თვითმფრინავი არ გასულა სირიის საჰაერო სივრციდან. ინციდენტი აძლიერებს საფრთხეს, რომ გამწვავდება საერთაშორისო დაძაბულობა სირიის გარშემო, როცა რუსეთი აქტიურ სამხედრო დახმარებას უწევს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს, ხოლო ნატოს წევრი თურქეთი ბაშარ ალ-ასადის მოწინააღმდეგეებს მიეკუთვნება. ნატომ თურქეთის თხოვნით დანიშნა საგანგებო სხდომა.

XS
SM
MD
LG