Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი თავის მოქალაქეებს ურჩევს, ნუ ჩავლენ თურქეთში


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რუსეთის მოქალქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ თურქეთში ჩასვლისაგან მას შემდეგ, რაც თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სირიის საზღვართან ჩამოაგდეს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი. ლავროვმა 24 ნოემბერს სოჭში განაცხადა, რომ თურქეთში ტერორისტული ინციდენტების გამო ვარაუდობენ, რომ საფრთხე არ არის იმაზე უფრო ნაკლები, ვიდრე ეგვიპტეში, სადაც გასულ თვეში ბომბით მოწყობილი თავდასხმის შედეგად კატასტროფა განიცადა რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავმა. თურქეთი აცხადებს, რომ 24 ნოემბერს რუსეთის SU-24 ტიპის თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზი იყო ის გარემოება, რომ მან თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. თავის მხრივ, რუსეთი აცხადებს, რომ თვითმფრინავს არ დაუტოვებია სირიის საჰაერო სივრცე.

XS
SM
MD
LG