Accessibility links

logo-print

საფრანგეთის ქალაქ რუბეში შეიარაღებულმა პირებმა მძევლები აიყვანეს


საფრანგეთიდან გავრცელებული ცნობებით, ბელგიასთან საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქ რუბეში ერთმა ან რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა. ჯერჯერობით არ არის ცნობები იმის თაობაზე, ეს ინციდენტი თუ უკავშირდება 13 ნოემბერს პარიზში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმებს, რომლებსაც 130 ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქის მერის ოფისის განცხადებით, ეჭვმიტანილმა ან ეჭვმიტანილებმა მძევლები აიყვანეს ძარცვის შემდეგ. ვრცელდება პოლიციის ცნობა, რომ იყო სროლა, უბანი გადაკეტილია და მძევლად შესაძლოა ბანკის დირექტორი და მისი ოჯახი იყვნენ აყვანილი.

XS
SM
MD
LG