Accessibility links

logo-print

რუსეთი თურქეთს ექსტრემისტების მფარველობაში ადანაშაულებს


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა თურქეთი დაადანაშაულა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მფარველობაში. მისი თქმით, ზოგ თურქ ოფიციალურ პირს "პირდაპირი ფინანსური ინტერესი" აკავშირებს ექსტრემისტების მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიაზე წარმოებულ ნავთობპროდუქტებთან. მედვედევმა ეს ბრალდება გამოთქვა ეკატერინბურგში 25 ნოემბერს - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი სირიის საზღვართან. ინციდენტის შედეგად ერთი რუსი პილოტი დაიღუპა. მედვედევის შეფასებით, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება არის ტერორისტების ჯგუფ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების დაცვის ტოლფასი. ანკარა აცხადებს, რომ რუსეთის SU-24 ტიპის თვითმფრინავმა რამდენჯერმე დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე და არ მოახდინა რეაგირება 10 გაფრთხილებაზე, ვიდრე მას ესროდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გადადო თურქეთში ვიზიტი, რომელიც 25 ნოემბრისთვის იყო დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG