Accessibility links

logo-print

საქართველო ორკვირიანი კამპანიით შეუერთდა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს


საქართველო ორკვირიანი კამპანიით შეუერთდა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, რომელიც 25 ნოემბერს აღინიშნება. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას. ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღის გამო სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. “ქალთა მდგომარეობაზე ზრუნვა, მათი როლის წინ წამოწევა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი პოლიტიკაში მათი მონაწილეობის გაზრდა ჩემი მუდმივი ძალისხმევის საგანია. სწორედ ეს მიმაჩნია ბოლო დროს ჩვენ ქვეყანაში შემაშფოთებელი მასშტაბით გამოვლენილი ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრის ყველაზე ეფექტიან გზად“ - აღნიშნავს გიორგი მარგველაშვილი. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო უერთდება მსოფლიოს სხვა ხალხთა ძალისხმევას, ერთობლივად გაცნობიერდეს ძალადობის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული თუ სხვა მიზეზები. „ჩვენ უნდა ვიფიქროთ გლობალურად, მაგრამ უნდა ვიმოქმედოთ ადგილებზე და ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ იმ პრობლემის დასამარცხებლად, რომელიც ერთნაირად შეურაცხყოფს როგორც უზენაეს საკაცობრიო ფასეულობებს, ასევე ჩვენი ქვეყნის წარსულსა და ტრადიციებს და საფრთხეს უქმნის თანამედროვეობასა და მომავალს" - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG