Accessibility links

logo-print

თალიბებმა 15 ადამიანი შეიპყრეს ავღანეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შემდეგ


თალიბმა ექსტრემისტებმა, ცნობების თანახმად, სულ ცოტა 15 ადამიანი შეიპყრეს ჩრდილოეთ ავღანეთში, ფარიაბის პროვინციაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შემდეგ. ადგილობრივი ოფიციალური პირების ინფორმაციით, კატასტროფის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი. ავღანეთის არმიის წარმომადგენლის განცხადებით, ვერტმფრენს არმიის წევრები გადაჰყავდა. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არის ორი უცხოელი ჯარისკაციც. ფარიაბის პოლიციის უფროსი, საიედ აყა ანდარაბი ტექნიკურ პრობლემას ასახელებს 24 ნოემბერს ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზად. მისი თქმით, უშიშროების ძალებმა დაიწყეს ოპერაცია დაკავებულების გამოსახსნელად. როგორც იუწყებიან, თალიბანის ადგილობრივი წარმომადგენელი დამულა უაკილი აცხადებს, რომ შეპყრობილია 15 ადამიანი და მათ დახოცავენ, თუ არმია არ შეწყვეტს მოქმედებას მათ გასათავისუფლებლად.

XS
SM
MD
LG