Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის არ არის „გათხოვება“ - „ბედნიერება“


როდის არ არის „გათხოვება“ - „ბედნიერება“
please wait

No media source currently available

0:00 0:50:49 0:00

„მგონი, არ ღირს ასე ადრე გაბედნიერება“ - გვითხრა ერთმა გამვლელმა ქალმა, როცა ნაადრევ ქორწინებაზე ვკითხეთ. სიტყვა „გაბედნიერება“ „გათხოვების“ სინონიმად იქცა ქართულში... მაგრამ არის კი ბედნიერება პატარა გოგონების ქორწინება, რომლის შემდეგაც ათასობით გოგონამ სკოლაში სწავლა შეწყვიტა, რადგან ისინი მშობლებმა ეკონომიკური სიდუხჭირისა თუ ტრადიციების გამო, ფაქტობრივად, სახლიდან გააგდეს და გაასხვისეს. ამიტომაც 25 ნოემბერს ქალთა მოძრაობა გოგონების ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ აქციებს მართავს თბილისში და საქართველოს 14 ქალაქში. პრობლემის სიმწვავესა და იმაზე, თუ რას შეიძლება მიაღწიო მსგავსი აქციებით „გენდერულ ამბებში“ საუბრობენ ქალთა მოძრაობის აქტივისტები იდა ბახტურიძე და ნინო გამისონია.

XS
SM
MD
LG