Accessibility links

logo-print

საქართველოში იმართება აქციები "ნუ გაათხოვებ!"


საქართველო ორკვირიანი კამპანიით შეუერთდა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, რომელიც 25 ნოემბერს აღინიშნება. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას. საქართველოში მოძრაობა სახელწოდებით „ნუ გაათხოვებ!“ მართავს აქციებს ნაადრევი ქორწინების გასაპროტესტებლად. ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში, წელს ყურადღება მახვილდება სწორედ ნაადრევ ქორწინებაზე, რადგან საქართველოში ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ დღეს სწორედ ეს არის ქვეყნის მთავარი პრობლემა გენდერული ჩაგვრის კუთხით. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2014 წელს 31 ათასზე მეტი ადამიანი დაქორწინდა, აქედან კი 4 ათასამდე, ანუ 13%, არასრულწლოვანი გოგონაა.

XS
SM
MD
LG