Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-რუსეთის საზღვარზე პრობლემები შეექმნათ ტრანზიტულ ტვირთებს


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური "ლარსის" საბაჟო გამშვებ პუნქტებზე არსებულ მდგომარეობაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. "ლარსის" საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, გარკვეული შეფერხებები აქვთ, თურქეთის რესპუბლიკიდან რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ტრანზიტულად მოძრავ ტვირთებს. უკან მობრუნებული სატვირთო მანქანების ნაწილი, მძღოლების მოთხოვნის შესაბამისად აზერბაიჯანის ან თურქეთის რესპუბლიკების მიმართულებით გაიგზავნენ. დარჩენილი მანქანები იმყოფებიან ე.წ ნეიტრალურ ტერიტორიაზე და ელოდებიან რუსეთის ფედერაციაში შესვლის თანხმობას", - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

XS
SM
MD
LG