Accessibility links

თბილისში მიმდინარეობს "აღმოსავლეთის პარტნიორობის" დიალოგის მეექვსე შეხვედრა


თბილისში მიმდინარეობს ევროკავშირის "აღმოსავლეთის პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო პოლიტიკის საკითხების განხილვის გარდა, შეხვედრა ითვალისწინებს სექტორულ დიალოგს ჯანდაცვის საკითხებზე. შეხვედრაში მონაწილეობენ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელები, ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანი, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჰელგა შმიდი და ევროკომისარი ჯანდაცვის და სურსათის უვნებლობის საკითხებში ვიტენის ანდრიუკაიტისი.

XS
SM
MD
LG