Accessibility links

logo-print

თურქეთმა გაავრცელა აუდიოჩანაწერი, თუ როგორ აფრთხილებდნენ სუ 24-ის ეკიპაჟს


თურქეთის სამხედრო უწყებამ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელზეც კარგად ისმის, თუ როგორ აფრთხილებდნენ თურქი სამხედრო მფრინავები რუსულ სამხედრო თვითმფრინავ „სუ 24“-ის მფრინავებს, რათა შეეცვალათ კურსი და გასულიყვნენ თურქეთის საჰაერო სივრციდან. „სასწრაფოდ შეცვალეთ კურსი სამხრეთისაკენ“, - ისმის ჩანაწერში ინგლისურ ენაზე. ანკარის განცხადებით, გაფრთხილება რამდენჯერმე გაიმეორეს თურქმა მფრინავებმა, რომლებმაც ამის შემდეგ „ჰაერი-ჰაერის“ კლასის რაკეტით ჩამოაგდეს რუსული თვითმფრინავი, რომლის ეკიპაჟმა მათი მოწოდება ყურად არ იღო. თუმცა, ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის ცოცხლად გადარჩენილმა მფრინავმა, კონსტანტინ მურახტინმა რუს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „არ მიუღიათ არავითარი გაფრთხილება არც რადიოკავშირის საშუალებით და არც ვიზუალურად“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვარაუდით, თურქეთის მიერ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება „დაგეგმილი პროვოკაცია“ იყო, ხოლო ანკარის ნატოელი მოკავშირეები ცდილობენ, მიჩქმალონ ის, რაც 24 ნოემბერს გააკეთეს.

XS
SM
MD
LG