Accessibility links

დევიდ კამერონი აუცილებლად მიიჩნევს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ კოალიციაში მონაწილეობას


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი დარწმუნებულია, რომ ბრიტანეთი უნდა ჩაებას იმ საერთაშორისო კოალიციაში, რომელიც საავიაციო იერიშებს აწარმოებს ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.ბრიტანეთმა „საკუთარ თავზედაკისრებული უსაფრთოხების ამოცანების შესრულება სხვა ქვეყნებს არ უნდა გადააბაროს“, - აღნიშნავს კამერონი იმ ფონზე, როდესაც მომდევნო კვირაში პარლამენტი მთავრობის შესაბამისი პროექტის კენჭისყრას აპირებს. კამერონი მიიჩნევს, რომ ბრიტანეთის მონაწილეობა საავიაციო ოპერაციაში იმ ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი გახდება, რაც ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებას და მისგან მომდინარე საფრთხისაგან შემცირებას ისახავს მიზნად. 23 ნოემბერს კამერონმა ნება დართო საფრანგეთს, რათა კვიპროსზე განლაგებული ბრიტანული ავიაბაზა გამოიყენოს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საავიაციო იერიშებისთვის.

XS
SM
MD
LG