Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეჩეთში დაგდებული საეჭვო კონვერტის გამო ბრიუსელში განგაში გამოცხადდა


ბრიუსელში განგაშის მიზეზი გახდა ერთ-ერთ დიდ მეჩეთში ნაპოვნი საეჭვო თეთრთფხვნილიანი კონვერტი, რომელიც თვითმხილველებმა ციმბირის წყლულის გამომწვევ ფხვნილად მიიჩნიეს და ამის თაობაზე პოლიციას აცნობეს. შემთხვევების ადგილის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ისლამის კულტურის ცენტრთან, რომელიც ევროკავშირის შტაბის მახლობლად მდებარეობს, განგაშზე პოლიციის და ქიმიური სამსახურების წარმომადგენლები გამოცხადდნენ. თუმცა, კონვერტში ჩვეულებრივი პურის ფქვილი აღმოჩნდა. ბელგიის დედაქალაქში უსაფრთხოების ყველაზე გაძლიერებული მდგომარეობა, ე.წ. „მოახლოებული საშიშროება“- მოქმედებს მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა 21 ნოემბერს „საკმაოდ დამაჯერებელი უწოდა ქვეყანაში ისეთი ტერაქტების საფრთხეს, როგორიც 13 ნოემბერს პარიზში მოხდა.“

XS
SM
MD
LG