Accessibility links

logo-print

რუსეთი თურქეთისაგან მოელის ბოდიშის მოხდას თვითმფრინავის ჩამოგდების გამო


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ფიქრობს, რომ თურქეთის ხელმძღვანელობა „განზრახ“ აქცევს ჩიხში ორმხრივ ურთიერთობას. პუტინმა 26 ნოემბერს მოსკოვში განაცხადა, რომ რუსეთი მოელის ბოდიშის მოხდას და კომპენსაციის შეთავაზებას თურქეთისაგან მას შემდეგ, რაც თურქეთის საჰაერო-ძალებმა 24 ნოემბერს სირიის საზღვართან ჩამოაგდეს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი. ინციდენტის შედეგად რუსი მფრინავი დაიღუპა. "აქამდე ჩვენ თურქეთის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან არ გვესმის არც გარკვეული ბოდიში, არც წინადადება მიყენებული ზიანისა და ზარალის ანაზღაურების თაობაზე და არც დამნაშავეთა დასჯის პირობა ჩადენილი დანაშულისათვის“, - განაცხადა პუტინმა მოსკოვში 27 ნოემბერს. თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა სტამბოლში 27 ნოემბერს განმეორებით აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება საჰაერო დაცვის უზრუნველსაყოფად შემუშავებული ინსტრუქციის სრული დაცვით მოხდა. სტამბოლში ქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრის დროს, ერდოანმა განაცხადა, რომ საჭიროა არა ემოციური განცხადებები, არამედ ორი ქვეყნის დიპლომატებისა და სამხედროების დელეგაციები უნდა დასხდნენ და ერთად განიხილონ არსებული პრობლემა.

XS
SM
MD
LG