Accessibility links

logo-print

თურქეთის საგარეო უწყებამ ანკარაში რუსეთის ელჩი დაიბარა


თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანკარაში რუსეთის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც რუსეთში თურქეთის დიპლომატიურ და ბიზნეს-წარმომადგენლობებთან საპროტესტო აქციები გაიმართა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო. სამინისტრო 26 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ თურქეთის წარმომადგენლობებზე მოეწყო „ფიზიკური თავდასხმები“, რომლებიც შენიღბული იყო საპროტესტო აქციებად. ანკარა მოსკოვს მოუწოდებს, გააძლიეროს თურქეთის საელჩოსა და სხვა წარმომადგენლობების დაცვა. მოსკოვში დემონსტრანტებმა 25 ნოემბერს კვერცხები და ქვები დაუშინეს თურქეთის საელჩოს, ჩაამსხვრიეს ფანჯრები. პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

XS
SM
MD
LG