Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთში გაიმართა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა


გუშინ ერგნეთში გაიმართა მორიგი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, მხარეებმა განიხილეს წინა შეხვედრის შემდგომ პერიოდში აღრიცხული ინციდენტები. ქართულმა მხარემ წამოჭრა თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან სამი მოქალაქის გატაცების საკითხი და დაგმო ეს და სხვა მსგავსი ფაქტები. ქართული მხარის წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს დღესასწაულების პერიოდში სალოცავებთან დაუბრკოლებლად მისვლის საკითხზე და პროტესტი გამოთქვეს 23 ნოემბერს, აძვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტის გამო. დღის წესრიგში იყო, ასევე, რუსეთის სამხედრო შვეულმფრენის მიერ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი, რომელიც 19 ნოემბერს აღირიცხა.

XS
SM
MD
LG