Accessibility links

პარლამენტში გაიმართება კენჭისყრა მთავარი პროკურორის დანიშვნის საკითხზე


დღეს საქართველოს პარლამენტში გაიმართება კენჭისყრა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის დანიშვნის საკითხზე. გუშინ შოთაძემ პარლამენტში რამდენიმე შეხვედრა გამართა დეპუტატებთან. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას, მან აღნიშნა, რომ მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში პროკურატურა გაცილებით უფრო გამჭვირვალე, გაცილებით უფრო დამოუკიდებელი იქნება, თუ მთავარ პროკურორად მას აირჩევენ. მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შოთაძის კანდიდატურა 19 ნოემბერს შეარჩია საპროკურორო საბჭომ. მანამდე შოთაძეს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა.

XS
SM
MD
LG