Accessibility links

logo-print

ბერლინის პოლიციამ დააკავა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი ორი პირი


ბერლინის პოლიციამ დააკავა ორი პირი, რომლებიც, სავარაუდოდ, ძალადობის აქტის განხორციელებას გეგმავდნენ, ისინი ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში არიან ეჭვმიტანილი. გერმანიის პოლიციის განცხადებით, მათ ბერლინში ძალადობის არაერთი აქტი ჰქონდათ დაგეგმილი. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე გერმანიაში კვლავ მაღალია პარიზის ტერაქტების შემდეგ. 13 ნოემბრის პარიზის ტერორისტული აქტების შედეგად დაიღუპა 130 ადამიანი.​

XS
SM
MD
LG