Accessibility links

logo-print

რუსეთმა შეაჩერა მონაწილეობა შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო ჯგუფის წვრთნაში


რუსეთმა გაურკვეველი ვადით შეაჩერა თავისი მონაწილეობა შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო ჯგუფ BLACKSEAFOR-ის წვრთნაში. ეს გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც დღეს გამოაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა ვლადიმირ კომოედოვმა, მიღებულ იქნა პასუხად თურქეთის მიერ რუსეთის ბომბდამშენ სუ-24-ის ჩამოგდებაზე. ტასის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, კომოედოვმა ისიც თქვა, რომ მოსკოვმა თურქეთიდან გამოიწვია რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელი, რომელსაც ევალებოდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მოქმედებათა კოორდინირება თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალებთან. რუსეთის ბომბდამშენი სუ-24 24 ნოემბერს, სირია-თურქეთის საზღვართან ჩამოაგდო თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავმა. ანკარა ამტკიცებს, რომ რუსეთის თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, ხოლო მოსკოვი ირწმუნება, რომ სუ-24 სირიის ტერიტორიის თავზე ჩამოაგდეს.

XS
SM
MD
LG