Accessibility links

აზერბაიჯანში ჩატარებული "ანტიტერორისტული ოპერაციის" შედეგად დაიღუპა ექვსი პირი


აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობით, ორი პოლიციელი და ოთხი სავარაუდო ექსტრემისტი დაიღუპნენ ოპერაციაში, რომელიც, როგორც ბაქო აცხადებს, მიზნად ისახავდა ქვეყანაში ტერორისტული აქტების მოწყობის გეგმით მოქმედი „დანაშაულებრივი ბანდის“ განადგურებას. ოპერაცია, რომლის მსვლელობაშიც, სულ ცოტა, 14 პირი (მათ შორის ბანდის მეთაური ტალე ბაგირზადე) დააკავეს, გუშინ ჩატარდა ბაქოს მახლობლად მდებარე სოფელ ნარდარანში. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბაგირზადე სათავეში ედგა დანაშაულებრივ დაჯგუფებას სახელწოდებით „მუსლიმთა ერთობა“, რომელიც „რელიგიის ნიღაბს ამოფარებული, ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობდა.“

XS
SM
MD
LG