Accessibility links

logo-print

დავით ბაქრაძე გამოეხმაურა პენსიის გაზრდის გადაწყვეტილებას


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, მომავალი წლიდან პენსიის გაზრდის შესახებ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის," პენსიონერებისა და საზოგადების აქტივობის შედეგად შეაფასა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ. მისი განცხადებით, ახლახან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პენსიონერებთან ერთად დაიწყო კამპანია პენსიის 50 ლარით გაზრდის მოთხოვნით და პირველ შედეგს უკვე მიაღწია. ბაქრაძის თქმით, მთავრობა აიძულეს მომავალი წლის ბიუჯეტში გაეთვალისწინებინა პენსიის ნაწილობრივ გაზრდა, რადგან მანამდე ხელისუფლებისგან მუდმივად ესმოდათ, რომ პენსიის გაზრდის მოთხოვნა პოპულიზმია და შესაბამისი რესურსი არ არსებობს. დავით ბაქრაძის განცხადებითვე, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწყებული კამპანია არ შეწყდება, სანამ პენსია 50 ლარით არ მოიმატებს. ოპოზიციური პარტიის ამ მოთხოვნის საპასუხოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსოს ნებისმიერი დაპირება რეალურ გათვლებს უნდა ეფუძნებოდეს და არა პოპულიზმს.

XS
SM
MD
LG