Accessibility links

მომავალი წლის ივლისიდან პენსია გაიზრდება 160-დან 180 ლარამდე


მომავალი წლის ივლისიდან საქართველოში პენსია 160-დან 180 ლარამდე გაიზრდება - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განაცხადა, რომ ქვეყნის ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული იქნებოდა და 2012 წლის შემდეგ სწორედ ამ პრინციპით გეგმავს სახელმწიფო ბიუჯეტს. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, 2012 წლამდე საქართველოში პენსია 110-125 ლარი იყო, 2012 წლის შემდეგ კი საქართველოს მთავრობამ დაახლოებით 600 მილიონი ლარით გაზრდა პენსიისთვის განკუთვნილი საერთო თანხა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებითვე, მნიშვნელოვანია დაინერგოს პენსიის დაგროვებითი სისტემა, რომელზეც ქვეყანა ეტაპობრივად გადავა. დღესვე, მთავრობის სხდომაზე საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ მომავალი წლის აპრილიდან პედაგოგების საშუალო ხელფასი ამჟამინდელი 405 ლარიდან, 600-700 ლარამდე გაიზრდება.

XS
SM
MD
LG