Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში დააკავეს იარაღით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი პირი


გერმანიის ქალაქ შტუტგარტში პროკურორებმა დაადასტურეს, რომ დაკავებულია იარაღით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი პირი - 34 წლის მამაკაცი. თუმცა, პროკურორები კომენტარს არ აკეთებენ ცნობაზე, რომლის თანახმადაც დაკავებულმა იარაღი მიჰყიდა პარიზში 13 ნოემბრის ტერაქტების მონაწილეებს. შტუტგარტში 27 ნოემბერს გაკეთებული განცხადებით, ეჭვმიტანილი 24 ნოემბერს დააკავეს. მანამდე გერმანიის გაზეთმა „ბილდმა“ გაავრცელა ცნობა, რომ დაკავებული პირი ეჭვმიტანილია პარიზის ტერაქტებში მონაწილე თავდამსხმელებისათვის ოთხი ერთეული იარაღის მიყიდვაში. პარიზში ტერაქტების შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG