Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი შოთაძე დაამტკიცეს მთავარ პროკურორად


საქართველოს პარლამენტმა ირაკლი შოთაძე დაამტკიცა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე. შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 82-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 15. შოთაძეს სრულად მიემხრო საპარლამენტო უმრავლესობა. უმცირესობა კი თვლის, რომ მთავარ პროკურორად მისი დამტკიცებით რეალურად არაფერი შეიცვლება და წინამორბედების მსგავსად შოთაძეც პოლიტიკურ დავალებებს შეასრულებს. კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე შოთაძემ პარლამენტში რამდენიმე შეხვედრა გამართა დეპუტატებთან. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას, მან აღნიშნა, რომ პროკურორად მისი არჩევის შემთხვევაში მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში პროკურატურა გაცილებით უფრო გამჭვირვალე და დამოუკიდებელი იქნება. მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შოთაძის კანდიდატურა 19 ნოემბერს შეარჩია საპროკურორო საბჭომ. მანამდე შოთაძეს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა.

XS
SM
MD
LG