Accessibility links

logo-print

დაღესტანში პოლიციამ თურქულ მედრესეში ჩხრეკა ჩაატარა


დაღესტნის ქალაქ დერბენტში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა თურქულ მედრესეში, ხოლო მისი ხელმძღვანელი დააპატიმრეს. ამის შესახებ ინფორმაცია პარასკევს ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის შინაგან საქმეთა სამმართველომ გაავრცელა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, სასწავლო დაწესებულებაში, რომელიც არასამთავრობო რელიგიურ ფონდ „სულეიმანჯის“ ეკუთვნის, ჩხრეკა ერთი დღის წინ ჩატარდა. სხვა ნივთებს შორის, პოლიციამ ამოიღო ვიდეომასალა, რომელიც ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ბრძოლის თაობაზე მოწოდებებს შეიცავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სასწავლო დაწესებულების საქმიანობა დაღესტნის უმაღლესმა საბჭომ ჯერ კიდევ ამა წლის მარტში აკრძალა.

XS
SM
MD
LG