Accessibility links

logo-print

თურქეთის პრეზიდენტმა წუხილი გამოთქვა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო


თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოანმა წუხილი გამოთქვა თურქეთის არმიის მიერ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოგდების გამო. როცა მომხრეებს მიმართავდა, 28 ნოემბერს, ერდოანმა დაიცვა თურქეთის ქმედება და გააკრიტიკა რუსეთი სირიაში აქტიურობის გამო, სანამ სინანულს გამოთქვამდა. ერდოანი კიდევ ერთხელ გამოვიდა მოწოდებით, გაიმართოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის და მისი შეხვედრა პარიზში, კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილი კონფერენციის კულუარებში. თურქეთის მიერ რუსეთის თვიმფრინავის ჩამოგდებას მოსკოვიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. კრემლის წარმომადგენელმა 28 ნოემბერს განაცხადა, რომ ამ ინციდენტის გამო ორ ქვეყანას შორის გამოგაფუჭებული ურთიერთობები რთული აღსადგენი იქნება. თურქეთმა თავის მოქალაქეებს მიმართა, გადადონ არასასწრაფო და არააუცილებელი მგზავრობა რუსეთში.

XS
SM
MD
LG