Accessibility links

უხუცესები აზერბაიჯანის პოლიციის რეიდის გამოძიებას მოითხოვენ


აზერბაიჯანში, ბაქოს მახლობლად მდებარე დასახლებული პუნქტის, ნარდარანის უხუცესები მოითხოვენ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას და 16 ნოემბრის ინციდენტის გამოძიებას. 26 ნოემბერს, ნარდარანში, პოლიციის ოპერაციის დროს ორი პოლიციელი და ოთხი სავარაუდო მეამბოხე მოკლეს. ოპერაცია,როგორც ბაქო აცხადებს, მიზნად ისახავდა ქვეყანაში ტერორისტული აქტების მოწყობის გეგმით მოქმედი „დანაშაულებრივი ბანდის“ განადგურებას. ოპერაციის მსვლელობაში, სულ ცოტა, 14 პირი, მათ შორის ჯგუფის ლიდერად ცნობილი, თალე ბაგირზადე დააკავეს. .აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბაგირზადე სათავეში ედგა დანაშაულებრივ დაჯგუფებას სახელწოდებით „მუსლიმთა ერთობა“, რომელიც „რელიგიის ნიღაბს ამოფარებული, ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობდა.“ აზერბაიჯანელმა უფლებადამცველებმა ბაგირზადე, რომელიც ადრეც იყოს დაკავებული საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, „სინდისის პატიმრად“ შეაფასეს.

XS
SM
MD
LG