Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნორვეგიამ გაასახლა თავშესაფრის პაკისტანელი მაძიებლები


ნორვეგიამ 30-მდე პაკისტანელი, იქ თავშესაფრის მაძიებელი, გაასახლა ქვეყნიდან. ისლამაბადში ნორვეგიის საელჩოს თანახმად, პაკისტანელები გასულ კვირებში გაასახლეს. საელჩოს იმიგრაციის განყოფილების წარმომადგენელმა, ტორბენ ესკელუნდმა უთხრა ჩვენი რადიოს პაკისტანურ რედაქციას, რომ ეს რიცხვი ალბათ გაიზრდება, როცა მეტ საქმეს განიხილავენ. მისი თქმით, 400-ზე მეტი პაკისტანელია ჩასული ნორვეგიაში თავშესაფრის მიღების სურვილით. მის თანახმად, 300 მათგანი ნორვეგიაში ჩავიდა ეგრეთ წოდებული ჩრდილოეთის მარშრუტით, რუსეთის გავლით. ნორვეგიამ ბოლო ხანს ლტოლვილთა ტალღის ზრდის გამო გაამკაცრა საიმიგრაციო კანონი.

XS
SM
MD
LG