Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიგრანტების ჯგუფმა მაკედონია-საბერძნეთის საზღვარზე ქვები დაუშინეს პოლიციელებს


მიგრანტების ჯგუფმა, რომელიც მაკედონიაში შეღწევას ცდილობდა საბერძნეთიდან, ქვები დაუშინეს პოლიციელებს და რამდენიმე მათგანი დააშავეს. მთავრობის წარმომადგენელმა, ელექსანდარ გიორგიევმა, საღამოს განაცხადა, რომ ვითარება დამშვიდდა.მაკედონიის ჯარისკაცებმა ლითონის ზღუდის აღმართვა დაიწყეს ამ ქვეყნის საზღვარზე საბერძნეთთან. თუმცა, სკოპიეში, ოფიციალურმა პირებმა გამოაცხადეს, რომ ამ ზღუდის აღმართვის მიზანი არ არის არ შეუშვან ლტოლვილები ქვეყანაში, მისი მიზანია ლტოლვილების ნაკადი წარმართულ იქნეს კონტროლის ქვეშ მყოფი პუნქტებისკენ, რათა მოხდეს მათი რეგისტრირება და ადამიანურ პირობებში მოთავსება. ლტოლვითა უმეტესობა, მას მერე რაც თურქეთსა დ საბერძნეთს გადალახავენ, ბალკანეთის ქვეყნების, მათ შორის მაკედონიის საზღვრებს კვეთენ შეუმოწმებლად. ბოლო კვირებში ბალკანეთის მარშრუტზე მდებარე ქვეყნებმა დაიწყეს მიგრანტების ტალღის მიმართვა სხვა ქვეყნებისკენ.

XS
SM
MD
LG