Accessibility links

logo-print

ობამა: აშშ-მა „რამე უნდა გააკეთოს“ ბოლო სროლის შემდეგ


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აშშ-მა რამე უნდა გააკეთოს, რათა დამნაშავეთა ხელში იარაღი ადვილად არ მოხვდეს. ეს ობამამ განაცხადა, კოლორადო სპრინგში, კლინიკაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რასაც სამი პირი ემსხვერპლა, ცხრა დაიჭრა. ობამამ განცხადება გააკეთა 28 ნოემბერს. მასში ნათქვამია, რამე უნდა გავაკეთოთ, რათა საბრძოლო იარაღი არ ჩაუვარდეთ ხელში პირებს, რომლებსაც მასთან არაფერი ესაქმებაო. ეჭვმიტანილი, 57 წლის რობერტ ლუის დიარი, ჩრდილოეთ კაროლინიდანაა, ის დააპატიმრეს. მას სროლა ჰქონდა პოლიციასთან რამდენიმე საათის განმავლობაში. კლინიკამ, სადაც ინციდენტი მოხდა, და რომელიც ორგანიზაცია Planned Parenthood-ს ეკუთვნის, განაცხადა, რომ არაფერი იცის დაზუსტებით მომხდარის მოტივების თაობაზე და იმაზე, იყო თუ არა ორგანიზაცია სამიზნე.

XS
SM
MD
LG