Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის არმია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში წინსვლას აღწევს


სირიის არმიამ, გავრცელებული ცნობით, წინსვლას მიაღწია ექსტრემისტული გაერთიანების, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში. სირიის სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად, სირიის არმიამ დაიკავა ტერიტორია ალეპოს აღმოსავლეთით, და, სხვათა შორის, ალეპოსა და „ისლამური სახელმწიფოს“ დე ფაქტო დედაქალაქის, რაყას შემაერთებელი მაგისტრალის ერთი მონაკვეთი. ცნობით, სირიის არმიამ დაიბრუნა კუეირისის სამხედრო ბაზა, რომელიც „ისლამურმა სახელმწიფომ“ დაიკავა ადრე. სოფლები, კასკისი და აკლუა, რომლებიც აიღო სირიის არმიამ, ალეპოდან 60 კილომეტრში მდებარეობს.

XS
SM
MD
LG