Accessibility links

logo-print

კოსოვოს პოლიციამ დააკავა ოპოზიციის ლიდერი


კოსოვოს პოლიციამ, 28 ნოემბერს დააკავა ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის მისი ერთ-ერთი ლიდერი ალბინ კურტი, რომელსაც ეძებდნენ სერბიის ამ ყოფილი ოლქის პარლამენტის მუშაობაში ხელის შეშლის გამო. კურტი და კიდევ 86 პირი დააკავეს თვითგამორკვევის მოძრაობის პარტიის შტაბბინაში მას მერე, რაც ოპოზიციის ათიათასობით მომხრემ მონაწილეობა მიიღო საპროტესტო გამოსვლებში სერბიასთან და ჩერნოგორიასთან მთავრობის მიერ დადებული შეთანხმების წინააღმდეგ. ოპოზიციას სურს, რომ მთავრობამ უარი უთხრას ამ შეთანხმებებს. გასულ სამ თვეში ოპოზიციამ არაერთხელ სცადა პარლამენტის მუშაობის ჩაშლა.

XS
SM
MD
LG