Accessibility links

logo-print

თურქეთი რუსეთს მოკლული რუსი მფრინავის ცხედარს გადასცემს


ანკარა გეგმავს, მოსკოვს გადასცეს ცხედარს მფრინავისა, რომელიც მოკლეს რუსეთის თვითმფრინავის ჩამოგდების დროს. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, აჰმეთ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ მფრინავის ცხედარს ჰათაის პროვინციაში გადაიტანეს „თურქეთის ინიციატივით“ 29 ნოემბერს და იქიდან გადააფრენენ რუსეთში. მისივე თქმით, ადგილობრივმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წესი აუგო მფრინავს. თურქეთმა რუსეთის თვითმფრინავი, რომელმაც თურქეთის მონაცემებით, მისი საჰაერო სივრცე დაარღვია, 24 ნოემბერს ჩამოაგდო, რასაც რუსეთის მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა; ერთ-ერთი მფრინავი, ოლეგ პეშკოვი, მოკლეს. 28 ნოებერს, რუსეთის პრეზიდენტმა დეკრეტის გზით სანქციები დაუწესა თურქეთს. თურქეთის პრეზიდენტმა ერდოანმა წუხილი გამოთქვა მომხდარის გამო, მაგრამ დაიცვა თავისი არმიის ქმედება.

XS
SM
MD
LG